ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი „ბიზნესექსპო“

ღონისძიებები

23 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისი“ და ილიაუნი გეპატიჟებათ ერთობლივ ღონისძიებაზე „ბიზნესექსპო“, რომლის მიზანია, მოსწავლეებში წაახალისოს სამეწარმეო საქმიანობა და ახალგაზრდებს საშუალება მისცეს, არა მხოლოდ შეიძინონ სამეწარმეო პროექტების დაგეგმვა-დაპროექტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, არამედ ფართო აუდიტორიას გააცნონ იდეები და საკუთარი საქმე დაიწყონ.

პროექტი ხორციელდება ბაქსვუდის სკოლის წინასაბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოსწავლეები სკოლის გარდა ტრენინგებს ილიას უნივერსიტეტის „ფაბლაბშიც“ გადიან, სადაც ისინი ორატორობასა და ინოვაციური იდეების ძიებას სწავლობენ.

შეხვედრაზე გაეცნობით ახალგაზრდების თანამედროვე იდეებს და ნებისმიერ დამსწრეს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში გამარჯვებული გუნდების გამოსავლენად.

დრო: 23 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები