ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბაკალავრებ​ის სწავლის დამთავრები​ს საზეიმო ღონისძიება

უკვე მეშვიდე წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრები ივნისის ბოლო შაბათს სწავლის დამთავრებას ზეიმობენ. ილია ჭავჭავაძის ნახევრად გადაკეტილ  გამზირზე   ილიაუნის უკვე ყოფილი, მანტიებში გამოწყობილი ასობით სტუდენტი იკრიბება და ამ მნიშვნელოვან დღეს მეგობრებთან და პროფესორებთან ერთად აღნიშნავს.

წელს ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ღონისძიება 29 ივნისს, 19.00 საათზე  დაიწყება (ი. ჭავჭავაძისგამზ.32). 
ღონისძიებას   გახსნის  და  სტუდენტებს  მიესალმება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი გიგი  თევზაძე. ტრადიციისამებრ,  ბაკალავრების სახელით  სიტყვით გამოვა კონკურსში გამარჯვებული სტუდენტიც.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისათვის ტრადიციული, ყველასთვის საყვარელი  რიტუალით – ქუდების აყრით და   გრანდიოზული ფეიერვერკით დამთავრდება.

ილიაუნი იყო პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც 2006 წელს ეს დასავლური ტრადიცია შემოიტანა საქართველოში.

ბანერები