ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Back2Networking კონფერენცია

ღონისძიებები

14 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია Greennet-ის ორგანიზებით გაიმართება Back2Networking კონფერენცია, რომლის თითოეული სესია იქნება მინი-ვორშოპი – კონკრეტული ტექნოლოგიის განხილვა საფუძვლებიდან მისი იმპლემენტაციის მაგალითებამდე.

თემებისა და მომხსენებლების შესახებ:

დავით ირემაძე – „ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირება“

დავით ირემაძე, ქსელის ინჟინერი, ამ სფეროში 15 წელია მოღვაწეობს. თავის საქმიანობაში აქცენტს აკეთებს მომავალი თაობის ბრანდმაუერებზე. დავითი ქსელური ბრანდმაუერების წარმადობის ტესტირების სესიაზე გაგიზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას ქსელური ბრანდმაურის წარმადობის შესაფასებლად.

ალექსანდრე ხიდეშელი – „ქსელის ტესტირების ავტომატიზაცია“

ალექსანდრე ხიდეშელი ქსელური ინჟინერიის სფეროს ამომავალი ვარსკვლავია. მისმა მიდგომებმა და თანამედროვე ხედვამ ხელი შეუწყო მოკლე დროში დიდი განაწილებული ქსელების პრობლემების სწრაფ და ეფექტურ მოძიებასა და აღმოფხვრას. ქსელის ტესტირების ავტომატიზაცის სესიაზე იგი გაგიზიარებთ ქსელის ტესტირების თანამედროვე მიდგომებს.

ალექს ზნამენსკი – „LAN, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირება“

ალექს ზნამენსკი ქსელის პროფესიონალია 21-წლიანი გამოცდილებით. მისი კარიერის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა დიდი განაწილებული ქსელების ადმინისტრირებას, სწორედ ამიტომ, იგი საინტერესო მომხსენებელია B2N აუდიტორიისთვის. LAN, WAN და Cloud რესურსების ტესტირების მასშტაბირების სესიაზე ალექსი გაგიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე განაწილებულ ქსელში სხვადასხვა ქსელური სეგმენტის ტესტირების უზრუნველყოფის მიმართულებით.

რატომ უნდა დაესწრო B2N-ს?

  • დაუკავშირდები ქსელის ინჟინრებს, რითაც შეძლებ  ნეთვორქინგის გაფართოებას;
  • ჩაერთვები დისკუსიებში და გაეცნობი პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტთა დაკვირვებებს;
  • იმუშავებ მარკეტინგისგან თავისუფალი გარემოში, რომელიც ორიენტირებულია ტექნიკური ცოდნის გაზიარებაზე.

არეგისტრაციო ბმული: https://b2n2023.ticketforevent.com/

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 14 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები