ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

azrebi.ge-ს კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

ღონისძიებები

29 თებერვალს 12.00 საათზე ილიაუნის თეატრში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოპულარული საიტის azrebi.ge-ს კონკურსის ”საუკეთესო აზრი თემაზე წესრიგი და თანასწორობა” გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსი ორი მიმართულებით მიმდინარეობდა:

1. ”დაწერილი აზრები”, სადაც სტუდენტები მათ მიერ მომზადებულ ტექსტებს წარადგენდნენ;
2. ”ვიდეო-აზრები”, სადაც კონკურსანტი თავის მოსაზრებას ვიდეო რგოლის მეშვეობით წარმოადგენდა.

წარმოდგენილი სტატიების და ვიდეო რგოლებისაგან საუკეთესოებს azrebi.ge-ს საიტზე იხილავთ.

კონკურსში 118-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ნამუშევრებს აფასებდა 5-კაციანი კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგელობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები შედიოდნენ. თითო კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. გარდა ამისა, გამარჯვებულებს გადაეცემა საგზურები ილიაუნის აბასთუმნის, სტეფანწმინდის და გრიგოლეთის კვლევითი ცენტრების სასტუმროებში დასასვენებლად.

ბანერები