ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ახალი სკოლის” მოდელის პრეზენტაცია და დისკუსია

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან, რომელიც წარმოადგენს „ახალი სკოლის“ მოდელს. 

 პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგებიან:

  • ნიკოლოზ სილაგაძე – „რა არის ახალი ახალი სკოლის მოდელში“
  • თამარ ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივისტული პედაგოგიკა“
  • სანდრო ასათიანი – „ტექნოლოგიები, როგორც ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში“
  • ია აფთარაშვილი – „მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება“
  • სალომე დაბრუნდაშვილი – „ახალი ელექტრონული რესურსები“ 

„ახალი სკოლის“ მოდელი, როგორც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ნაწილი, ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს და ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდას.

„ახალი სკოლის“ მოდელს წამოადგენს ესგ-ის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფი.

შეხვედრის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 10 დეკემბერი, 13:00 საათი 

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები