ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

5 აგვისტოს, 12.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის - მეტეოროლოგიის ბლოკის პრეზენტაცია გაიმართება. ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის CRDF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „Development of a new MS program: Climate Change and Sustainable Development with the Emphasis on the Southern Caucasus“ („ახალი სამაგისტრო პროგრამის შექმნა  - კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება სამხრეთ კავკასიაში”) ფარგლებში შემუშავდა ახალი სამაგისტრო პროგრამა, რომლის  მიზანია მაგისტრანტების სპეციალიზაცია მეტეოროლოგია–კლიმატოლოგიასა და კლიმატის ცვლილებაში. ეს გახლავთ კავკასიაში პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილების მექანიზმისა და მომავალი სცენარების ცოდნაზე, გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებასა და გრძელვადიანი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო საფუძვლად დაედო ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის - მეტეოროლოგიის ბლოკის შექმნას.

სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციას სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან GRDF-ის წარმომადგენლები და ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

ბანერები