ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

ღონისძიებები

ორშაბათს, 17 მაისს, 17.00 საათზე, A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში, გაიმართება ახალი სამაგისტრო პროგრამების -ქრისტიანული თეოლოგია, შუა საუკუნეების კვლევები, პოლიტიკის ანთროპოლოგია -  პრეზენტაცია, რომელსაც ჩაატარებენ პროფ. გიგა ზედანია, პროფ. ნინო დობორჯგინიძე და  ასისტენტ-პროფესორი კახაბერ კურტანიძე . 

ქრისტიანული თეოლოგია

პროგრამა თეოლოგიის მეცნიერების მკვლევარს ამზადებს. სტუდენტები შეისწავლიან ქრისტიანობის და ზოგადად რელიგიის როლს თანამედროვე მსოფლიოში, რელიგიური ერთობების და ინდივიდების სოციალურ და სამოქალაქო როლს, განსაკუთრებით ლიბერალურ პლურალისტურ საზოგადოებებში, იკვლევენ თეოლოგიის კავშირს ადამიანურ ღირებულებებსა და საზოგადოების აღმშენებლობას შორის, რელიგიის ადგილს და მიმართებას ისეთ საჯარო ფენომენებთან, როგორებიცაა მულტიკულტურულობა, რელიგიურ დისკრიმინაცია და სახელმწიფო განათლების სისტემაში რელიგიის სწავლება.

შუა საუკუნეების კვლევები
პროგრამა მაგისტრანტებს შუა საუკუნეების ეპოქის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ინტერდისციპლინურია და მიზნად ისახავს მედიევისტიკაში მაღალკვალიფიციური კადრის მომზადებას. სტუდენტები შეისწავლიან ქართული და ევროპული შუა საუკუნეების ისტორიას, შუა საუკუნეების ფილოსოფიას, თეოლოგიას, ამ ეპოქის ლიტერატურის, ენისა და ხელოვნების ისტორიას, გაიაზრებენ და იკვლევენ შუა საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას საერთო-რეგიონულ კონტექსტში. 

პოლიტიკის ანთროპოლოგია

პროგრამა მაგისტრანტებს პოლიტიკის ანთროპოლოგიის შესწავლას სთავაზობს. ძალაუფლების ფორმირება, ძალაუფლებისა და კულტურის, ძალაუფლებისა და რელიგიის ურთიერთმიმართება პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი კონცენტრაციებია. სტუდენტები დაეუფლებიან კროს-კულტურული, სოციოლოგიური კვლევის ტრადიცულ, ასევე უახლეს მეთოდებს და გამოიმუშავებენ კვლევის ჩვევებს, რაც მაგისტრანტს კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს.

ბანერები