ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი ორგანოების გაზრდა – მითი თუ რეალობა?

ღონისძიებები

 4 დეკემბერს 18:00 საათზე,  G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების და ქსოვილოვანი ინჟინერიის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება დონორული ორგანოების ალტერნატივა, კერძოდ, ახალი ორგანოების გაზრდის პერსპექტივები, როგორც სინჯარაში, ასევე თვით პაციენტის ორგანიზმში.

პრეზენტაციის მიზანია სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს გააცნოს ცენტრის მუშაობის მიმართულებები და ასევე, დაინტერესებული ახალგაზრდები ჩართოს ცენტრის საქმიანობაში.

ღეროვანი უჯრედების და ქსოვილოვანი ინჟინერიის ცენტრის მიზანია:

• ახალგაზრდა, ნიჭიერი სამეცნიერო კადრების მომზადება;
• ახალგაზრდა მკვლევარების ტრენინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• საერთაშორისო კოლაბორაციის განვითარება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან;

ძირითადი კვლევითი მიმართულებები:

• ქსოვილების და ორგანოების ბიოინჟინერია - ახალი დამატებითი ღვიძlის გაზრდა წვრილი ნაწლავის დემუკოზირებულ სეგმენტში;
• I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ლანგერჰანსის კუნძულების ტრანსპლანტაციით;
• ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებიs ტრანსპლანტაცია კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტებში;
• ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ნევროლოგიური პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებში;

გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სხვადასხვა მოდულები, როგორიცაა:

• მოპყრობა ცხოველებთან,  მათი მოვლა და დაავადების მოდელირება;
• ოპერაციები და ქირურგიული ტექნიკა: ნაკერები, კვანძები, სისხლდენის შეჩერება და სხვა;
• სხვადასხვა მორფოლოგიური კვლევების შესწავლა;
• ანესთეზია და ანესთეზიის ტექნიკა;

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრის მუშაობა ეფუძნება მულტიდისციპლინარულ მიდგომებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების ჩართვა, რომლებიც მოღვაწეობენ ბიოლოგიის, ფიზიკის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ნანოტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით.

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: pr@iliauni.edu.ge

ბანერები