ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი მშენებლობების კვლევა - ფასების ანალიზი

ღონისძიებები

25 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G კორპუსი, აუდიტორია 106, გ.წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) შედგება  „ილიუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული ‘’ახალი მშენებლობების კვლევა - ფასების ანალიზი“ პრეზენტაცია.

წარმოდგენილი კვლევა მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას თბილისში მიმდინარე ე.წ. „ახალი მშენებლობების“ შესახებ. უფრო კონკრეტულად, კვლევაში განხილულია გეოგრაფიული მდებარეობის (თბილისის უბნების) მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე დაფიქსირებული ფასები. კვლევის ფარგლებში წარმოდგენილია სამშენებლო კომპანიების ერთგვარი რეიტინგი. ამასთან, კვლევა განიხილავს საცხოვრებელ და არაკომერციულ ფართებს.

კვლევა ჩატარდა 2012 წლის 20 მარტიდან 20 აპრილის პერიოდში.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 39 სამშენებლო (ან მათთან დაახლოებული) კომპანია. შესაბამისად, კვლევის არეალში მოხვდნენ როგორც დიდი და ცნობილი, ისე ის სამშენებლო კომპანიები, რომელთაც შესაძლოა, მხოლოდ ერთი სამშენებლო ობიექტი გააჩნდეთ. ამასთან, კვლევის ობიექტებად შერჩეულ იქნენ ის კომპანიები, რომლებსაც მიმდინარე შემოთავაზებები გააჩნიათ.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:
თბილისის რომელ უბანში ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი ერთ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე;
თბილისის რომელ უბანში ფიქსირდება ყველაზე დაბალი ფასი ერთ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე;
თბილისის რომელ უბანშია ყველაზე დიდი არჩევანი ე.წ. „ახალი მშენებლობების“ მიერ შემოთავაზებულ ფართებზე;
თბილისის რომელ უბანშია ყველაზე მცირე არჩევანი ე.წ. „ახალი მშენებლობების“ მიერ შემოთავაზებულ ფართებზე;
რომელ სამშენებლო კომპანიას აქვს ყველაზე მეტი სამშენებლო ობიექტი შეთავაზებული მომხმარებლისათვის;
რომელ სამშენებლო კომპანიას აქვს ყველაზე ცოტა სამშენებლო ობიექტი შეთავაზებული მომხმარებლისათვის;
თბილისის რომელ უბნებში არ ფიქსირდება მიმდინარე მშენებლობები;
ზოგადად, რომელი კომპანია რამდენ სამშენებლო ობიექტს სთავაზობს მომხმარებელს;

„ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები