ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალი მიმართულებები პროტომიკსში - საჯარო ლექცია

ღონისძიებები

25 ოქტომბერს, 14.45 სთ-ზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია A-101, ი.ჭავჭავაძის გამზირი 32), ფუნქციური გენომიკის ინსტიტუტის დირექტორი გერმანიიდან, პროფესორი უვე ფოლკე წაიკითხავს ლექციას თემაზე: "ახალი მიმართულებები პროტომიკსში - მიდგომები რთულ ცილოვან ნიმუშებში აბსოლუტური და ფარდობითი რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.“

ომიკების ტექნოლოგიების დიდ კოჰორტაში პროტეომიკულ მიდგომას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან მისი საშუალებით  უჯრედულ ეფექტორებზე ცოცხალი ორაგნიზმების შიგნით  ფართო-სკალაზე რაოდენობრივი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. პროტეომის ნატიფი  შესწავლებისათვის დღესდღეობით არსებობს 2-განზომილებიანი და გელისაგან თავისუფალი  მას-სპექტრომეტრული მეთოდები, რომელიც ეფუძნება   პროცესებს ცილების რაოდენობების ცვლილებებისა და აგრეთვე მათი პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციების შესასწავლად.

დიდი ხნის განმავლობაში პროტეომიკული შესწავლები დაფუძნებული იყო 2-განზომილებიანი გელ-ელექტროფორეზით ცილების დაყოფაზე და მას-სპექტრომეტრიით მათ შემდგომ იდენტიფიკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომით ბევრი წარმატებები იქნა მოპოვებული,  არსებობს გარკვეული შეზღუდვები - მცირე სენსიტიურობა და ზოგიერთი უჯრედული ფრაქციის, მაგალითად: მემბრანულის, შეზღუდული გარჩევითობის უნარი. გელისაგან თავისუფალი, მასს-სპექტრომეტრული მიდგომები კი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მათ გააჩნიათ მეტი მგრძნობელობა და წვდომა ცილათა ისეთ მნიშვნელოვან კლასებზე, როგორიცაა: მემბრანული და ზედაპირული ცილები. თხევადი ქრომატოგრაფია მასს სპექტრომეტრი/მასს სპექტრომეტრი მეთოდოლოგია იყენებს აღმავალ მიდგომებს, სადაც პეპტიდები ანალიზდებიან ცილების შესაბამისი ფერმენტების (როგორც წესი ტრიფსინით) დახლეჩის შემდეგ. ამ ტექნოლოგიის სხვადასხვა ვარიაციების საშუალებით შესაძლებელია პროტეომის დონეზე ზუსტი ცვლილებების გაზომვა ან ნანო-მაღალი წნევის ქრომატოგრაფიის მეთოდით პეპტიდებით გაყოფის საშუალებით ან სტაბილური იზოტოპების გაზომვების მონიშვნის საშუალებით in vivo ან in vitro. გარეგანი სტანდარტების ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა: ცილების აბსოლუტური განსაზღვრა (AQUA- absolute              quantification of proteins) ან კონკატემერების რაოდენობრივი განსაზღვრა (QconCAT - quantification concatemers), შესაძლებელი ხდება ცილების რაოდენობრიობის შესწავლა სისტემური ბიოლოგიის ამოცანებისათვის. ეს ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იქნას აგრეთვე ცილოვანი კომპლექსების შესწავლისათვის, მათ შორის სუბერთეულების სტექიომეტრიის დასადგენად.

ამ ინოვაციური მიდგომების გარდა, განვითარებულ იქნა მაღალ მგრძნობიარე მიდგომები შერჩეული ცილების ზუსტი მონიტორინგისათვის, როგორიცაა: სელექციური რეაქციის მონიტორინგი  რთულ ცილოვან ნარევში სხვადასხვა ცილების ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრისათვის. ლექციის მსვლელობისას საილუსტრაციოდ განხილული იქნება ამ მიდგომების რამდენიმე მაგალითი.

ბანერები