ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

31 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში  (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება პროექტ „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს, ქართველ, ოს და აფხაზ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.

პროექტი დაფინანსებულია  COBERM-ის მიერ (გაეროს განვითარების პროგრამა) და ხორციელდება საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

პროექტის ფარგლებში ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მედია კონტენტის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებში; ტრენინგის შემდეგ კი ახალგაზრდები თვითონ მოამზადებენ  სიუჟეტებს  მათთვის აქტუალურ თემებზე;

ასევე შეიქმნება ერთობლივი ვებ-პორტალი, რომელზეც განთავსდება ახალგაზრდების მიერ მომზადებული სიუჟეტები, სტატიები და ფოტომასალა.

აღნიშნული პროექტი ორგანიზებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ინტერნიუსი საქართველოს “ მიერ.

ბანერები