ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევრო კავშირისა და ევრო კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე

ღონისძიებები

9 ივნისს, ორშაბათს, 16:00 საათზე,  ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, უელსის პარლამენტის სპიკერი, დეიმ როზმარი ბატლერი და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი დირექტორი, მაკო აბაშიძე.

შეხვედრის  მიზანია ახალგაზრდების, როგორც მომავალი ლიდერების, ცნობიერების ამაღლება ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე.

 
დრო: 9 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები