ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ახალგაზრდა სტუდენტების განათლება

ღონისძიებები

20 ივნისს, 12:00 საათზე, G 106 - ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე “მე და არჩევნები”, რომლის მიზანია ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა ტარდება ევროსაბჭოს მხარდაჭერით, კავკასიური ინსტიტუტის პროექტის “ახალგაზრდა სტუდენტების განათლება” ფარგლებში.

შეხვედრას გაუძღვებიან გია ნოდია და კოტე კანდელაკი. შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საათამდე. შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-20 წლის ახალგაზრდებს.

მონაწილეებს დაურიგდებათ შეხვედრის ხელმძღვანელბის ავტორობით გამოცემული ბროშურები “მე და არჩევნები”.

ბანერები