ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიული თეატრი Teatro Caprile ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ილიაუნის თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისს პირველად ეწვევა ვენის თეატრი Teatro Caprile.

16 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი - „ომის პირველი და კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“.

თეატრალური პერფორმანსი ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის თემას.

ღონისძიებას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონი აქსელ ვეხი.

დრო: 16 მაისი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები