ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიული კულტურის ცენტრში: შეხვედრა მთარგმნელთან, ლაშა დადიანთან

ღონისძიებები

18 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი აწყობს შეხვედრას ცნობილ ქართველ მთარგმნელთან, ლაშა დადიანთან. ლაშა დადიანმა ქართულ ენაზე თარგმნა თანამედროვე ავსტრიელი მწერლის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის, რომანი - „პიანისტი ქალი“, გიუნტერ გრასის „ჩემი საუკუნე“, გიორგი გურჯიევის ლექციები და მრავალი სხვა.

დრო: 18 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #3)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები