ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიული კულტურის ცენტრში: საქართველოში ავსტრიის ელჩის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

15 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი უმასპინძლებს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, არად ბენკოს, რომელიც წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე:  „ავსტრიის გზა ევროკავშირამდე - 1955 წლის სახელმწიფო ხელშეკრულებიდან დღემდე“.

მომხსენებლის შესახებ

არად ბენკო სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში (King’s College London, 1991-1992) და ბრუგეს ევროპის სამაგისტრო კოლეჯში (College of Europe, 1996/1997), ხოლო 1999 წელს დაასრულა ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით. 1998 წლიდან იწყება მისი დიპლომატიური კარიერა. სხვადასხვა დროს არად ბენკო მუშაობდა ატაშედ ავსტრიის საელჩოში გერმანიაში (1999), გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩევლად კოსოვოში (2000-2001) და რუმინეთში ავსტრიის ელჩის მოადგილედ (2002-2005). 2015 წელს არად ბენკო იყო ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი ლატვიაში, ხოლო 2016 წლიდან იგი ავსტრიის რესპუბლიკის პირველი ელჩია საქართველოში.

ლექციის ენა: გერმანული

დრო: 15 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. #3) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები