ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიული კულტურის ცენტრში: საერთაშორისო კონფერენცია „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“

ღონისძიებები

12-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თემაა „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მომხსენებლები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

კონფერენცია მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ავსტრიული კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები არიან: ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურ-პოლიტიკის სექცია, ავსტრიის საელჩო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

დრო: 12-13 ოქტომბერი, 10 საათი

ადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულში

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები