ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიული ბენდის კონცერტი ილიაუნიში

ღონისძიებები

21 ივლისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა და ავსტრიის საელჩო საქართველოში გიწვევთ კონცერტზე.

მონაწილეობას მიიღებს ორი ავსტრიული ბენდი “The Pond Pirates” და “Renato Unterberg”.

კონცერტის მსვლელობისას თქვენ გექნებათ საშუალება ორივე ბენდის წევრებთან ერთად დაუკრათ საკუთარ ინსტრუმენტებზე ან უბრალოდ ისარგებლოთ ბენდის კუთვნილი ინსტრუმენტებით.

პოლკას, როკის, რეგის, ჯაზის, სკასა და ენერგიული მუსიკის უჩვეულო ნაზავი, შვიდი მუსიკოსი სცენაზე, სამი ჩასაბერი ინსტრუმენტი და ორი გიტარა - კონცერტი ილიაუნიში მუსიკის ყველა მოყვარულისთვის.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ეზო, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

ბანერები