ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ილიაუნიში

ღონისძიებები

22 სექტემბერს, ხუთშაბათს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მიხაელ ლინჰარტის ხელმძღვანელობით. შეხვედრას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის პირველი ელჩი საქართველოში, არად ბენკიო.

ავსტრიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა, რომელიც ასევე 22 სექტემბერს შედგება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და პროფესორებთან შეხვედრა გაიმართება ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში.

დრო: 22 სექტემბერი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია, ავსტრიული ბიბლიოთეკა (გ. წერეთლის ქ. #3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები