ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიის ელჩი ილიაუნიში

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა ავსტრიის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრებიან ავსტრიის ელჩი საქართველოში - დოქტ. მიხაილ პოსტლი და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სექციის ხელმძღვანელი - დოქტ. მარტინ აიხტინგერი, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: “ავსტრიის ეროვნული დღესასწაული: 1955 წ. 26 ოქტომბერი – კანონი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ“.

გარდა ამისა, ავსტრიელი სტუმრები შეხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორებს და ისაუბრებენ საქართველოსა და ავსტრიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “H“ კორპუსში (მის.: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5).

ბანერები