ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ავსტრიელი ჯაზ-მუსიკოსების ვორკშოპი და კონცერტი

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 404 აუდიტორიაში, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის ინიციატივით, ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისთვის ჩატარდება ცნობილი ავსტრიელი ჯაზ-მუსიკოსების, ათანას  დინოვსკისა და პაულ შუბერტის,  ვორკშოპი, ხოლო 17:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში გაიმართება ამ მუსიკოსების კონცერტი.

ღონისძიებები ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის და მუსიკის ცენტრებისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავსტრიის საელჩოები თბილისსა და ბაქოში.

მუსიკოსების შესახებ

ორივე მუსიკოსი არაერთი ავსტრიული თუ საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია.  მათი  დუეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის მრავალ ქვეყანაში. მუსიკოსების მიზანია, იპოვონ სრულიად ახალი მუსიკალური ენა და ესთეტიკა, რასაც ისინი  სამხრეთ-აღმოსავლეთ  და ჩრდილოეთ ევროპის მუსიკალურ ტრადიციებთან, ასევე  ახალ მუსიკასა და ჯაზთან განსხვავებული მიდგომების გზით აღწევენ.  ის, რასაც დინოვსკი და შუბერტი გვთავაზობენ, არ არის  ბგერათა პოსტმოდერნისტული კოქტეილი -  განსხვავებებსა და მსგავსებებს ახალგაზრდა აკორდეონისტები ახლებურად ამუშავებენ და ავითარებენ, ცალკეული ნაწილების ახლებურად  შეკავშირებისა და ინტერპრეტირების  შედეგად კი სრულიად ახალ, ინოვაციურ მუსიკას იღებენ.

ვორკშოპის დრო: 27 ოქტომბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: D 404 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები