ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ – შემაჯამებელი კონფერენცია

ღონისძიებები

8 დეკემბერს ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშს წარადგენს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი. ასევე კვლევითი ორგანიზაცია IT, Research & Metadata Solutions (IRMS)-ის წარმომადგენელი გიორგი გიორგაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს.

კონფერენცია წარიმართება მოხსენებებისა და დისკუსპანელების ფორმატში.

აუტიზმის სპექტრის შესახებ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებებს წაიკითხავენ ექსპერტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიდან, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრიდან, საქართველოს აუტიზმის ასოციაციიდან, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ასოციაციიდან და თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის მრავალპროფილური კლინიკიდან.

კონფერენციის დასასრულს გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოში აუტიზმთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა სანდრო დარსაველიძის ფოტონამუშევართა გამოფენა.

კონფერენციაზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 5 დეკემბრისა.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.
 

დრო: 8 დეკემბერი, 10:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები