ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს - სპექტაკლი "სამი გოჭი" აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების და მოზარდების მონაწილეობით

ღონისძიებები

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება აღნიშნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და 2 აპრილს, 12:00 საათზე, ილიაუნის თეატრის სცენაზე გიწვევთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ერთობლივ ღონისძიებაზე.

პროგრამაშია:
1. ბავშვთა ორკესტრის კონცერტი;
2. თოჯინების თეატრი სამი გოჭი.

ხანგრძლივობა: 30 წუთი

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც განსაკუთრებული საჭიროების, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები და მოზარდები. 

ორგანიზატორითინათინ კოშკაძე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი 
მუსიკალური ხელმძღვანელითაკო გოგუაძე, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლა

სპექტაკლში ჩართულ ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმარებიან: გიორგი კეკელია, მარიამ გორგოშიძე, ეკო ხუციშვილი, სოფიო ზაზარაშვილი, ანი შაყულაშვილი, მარიამ გოჩაშვილი.

დრო: 2 აპრილი, 12.00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
დასწრება თავისუფალია
ბანერები