ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუტიზმის ცენტრის სპექტაკლი ”ზამთრის სიზმარი”<marquee style="position: absolute;width: 0px;"><span><u><h3> <a title="escort bayan" target="_blank" href="http://www.escortistanbultr.org">escort bayan</span></a> - <a href="http://www.izmirescort.pro/" tit

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ჩატარდა. 28 ნოემბერს ილიაუნის თეატრის  მაყურებლებით სავსე დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის აღსაზრდელებმა სპექტაკლი”ზამთრის სიზმარი” წარმოადგინეს. ეს დადგმა ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განცხორციელდა.

სპექტაკლში აუტიზმის ცენტრის 12 სასკოლო ასაკის მოსწავლესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ  მათი კლასელები და ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები.

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული თიკო მუზაშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი 2010 წლის მაისში გაიხსნა. მისი მიზანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირების საბაზისო უნარების ჩამოყალიბება და სკოლაში ინკლუზია. ცენტრი ემსახურება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს. ცენტრში  მუშაობა მიმდინარეობს გამოყენებითი ქცევის ანალიზის მეთოდით.

ბანერები