ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუტიზმის ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

22  მაისს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის:ი.ჭავჭავაძის 32) ”აუტიზმის ცენტრის” პრეზენტაცია გაიმართება.

”აუტიზმის  ცენტრი” შეიქმნა 2010 წლის 12 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ”საქართველოს აუტიზმის ასოციაციის” მიერ. ცენტრი მიზნად  ისახავს 3-დან 6 წლამდე აუტისტური სპექტრის მოშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქო-სოციოლოგიურ აბილიტაციას ABA-ს (გამოყენებითი ქცევის ანალიზი) მეთოდით ფსიქოლოგიური ტრენინგების მეშვეობით.

”აუტიზმის ცენტრი” უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ABA-ს მეთოდის სწავლებას და ქმნის ბაზას მათი სასწავლო პრაქტიკისათვის.

ბანერები