ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?

ღონისძიებები

18 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ დისკუსიაზე „აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?“

მომხსენებლები: ანა არგანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელი დირექტორი;

თეონა ხუნაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;

ია იაშვილი – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის პროგრამის დამხმარე სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

აუტიზმით ან აუტიზმის სპექტრის დარღვევით დიაგნოსტირებულ ბავშვთა და მოზრდთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. დისკუსიის მიზანია, ვისაუბროთ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა უფლებებზე საქართველოში, სერვისებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო აწვდის და იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომლებიც სერვისებზე ხელმისაწვდომობას ართულებს.

დისკუსიის მსვლელობისას ასევე მიმოვიხილავთ ილიაუნის ადამინის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გამოცდილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმით დიაგნოსტირებული ბავშვებისთვის შეთავაზებულ სერვისებსა და გამოცდილებაზე.

დრო: 18 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები