ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად

პირველ მარტს, 17:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად.

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანთა ნამუშევრები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლუკას დასახმარებლად.

გრძელდება რეგისტრაცია აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას დასახმარებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული:https://rb.gy/67bfl1

აუქციონი ეწყობა ლუკას გადასარჩენად დაგეგმილი უნიმარკეტის ფარგლებში. ამასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთების შეძენა ან უნიმარკეტის მონაწილედ დარეგისტრირება და ნივთების გაყიდვა. 

განრიგი:

  • 16:00 - 19:00 სთ., უნიმარკეტი | A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
  • 17:00 - 18:00 სთ., აუქციონი | A101 აუდიტორია
  • 18:00 - 19:00 სთ., კონცერტი - რეზო კიკნაძის კვინტეტი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2024

 

 

 

 

ბანერები