ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორია და „მითების დეტექტორი“ კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ

ღონისძიებები

20 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავენ დისკუსიას თემაზე „გაზომე სიმართლე!“. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ატლატიკური საბჭოს DFR ლაბორატორიისა და მედიის განვითარების ფონდის გამოცდილებას კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმსჯელონ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევრები ლუკას ანდრიუკაიტისი, ეთო ბუზიაშვილი და მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი. დისკუსიას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე გაუძღვება.

ღონისძიება ეწყობა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში. მას მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 20 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები