ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვიზიტი ილიაუნიში

ღონისძიებები

29 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებთან.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საქართველოში ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ატარებს ეროვნულ კონკურსს საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ახლახან დაბრუნდნენ კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტიდან და, სხვა ფინალისტებთან ერთად, თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ილიაუნიში გამართავენ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამებს, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებს ილიაუნიში, მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტებს და დაათვალიერებენ მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას - FabLab Iliauni-ს.

დრო: 29 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები