ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის MCC-ის მაღალი რანგის დელეგაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის MCC-ის მაღალი რანგის დელეგაციას, რანდ კორპორაციის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განმახორციელებელი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომდგენლებს.

MCC საქართველოს კომპაქტი II -ის უმაღლესი განთლების STEM განვითარების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფონდების წარმომადგენლებმა სან-დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტთან ერთად ილიაუნიში დანერგილი 4 ახალი პროგრამა შეაფასეს: ABET (ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო) აკრედიტაციის მქონე კომპიუტერული ინჟინერია და მაძიებელი პროგრამები -კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ აბეტის აკრედიტაცია 2023 წლის 1 მაისიდან მიენიჭა.

2023

 

ბანერები