ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად

ღონისძიებები

20 ნოემბერს 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ა კორპუსი, 101-ე აუდიტორია) „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან, სადაც ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართელოსთან ერთად“ ხორციელდება 2010 წლიდან. მას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნიული ცენტრი. 2012 წლიდან პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი - ადგილობრივი მოხალისეების შერჩევა-დასაქმება საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში ინგლისური ენის პედაგოგებად.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიანი სოფლების სკოლების დახმარებას, ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას, ახალი სასწავლო მასალის შემოღებას, ახალგაზრდა პედაგოგთა დასაქმებას და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და მინიჭებული აქვთ ბაკალავრის ხარისხი, წარიგზავნებიან საქართველოს სხვადსახვა რეგიონში ინგლისურის ენის პედაგოგებად.  ერთწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კი მათ უფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლის 2 წელი.

• ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები პროგრამაში მინიმუმ ერთწლიანი მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს.
• ყველა შერჩეული მოხალისე პედაგოგი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.
• მოხალისე პედაგოგები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონის საჯარო სკოლაში იმუშავებენ მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძლზე.
• მოხალისე-პედაგოგები, რეგიონის საჯარო სკოლაში განაწილებამდე, გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს პედაგოგიკის საფუძვლებში და ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში.

შერჩევის პროცედურები შემდეგია:
• ტესტირება
• გასაუბრება
• ტრენინგი

ბანერები