ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"ასწავლე და ისწავლე საქართელოსთან ერთად"

ღონისძიებები

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართელოსთან ერთად“ ხორიელდება 2010 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით. პროგრამის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მოხალისე მასწავლებლები, რომლებიც ცხოვრობენ ადგილობრივ ოჯახებში და ასწავლიან უცხო ენებს საქართველოს საჯარო სკოლებსა თუ სხვა დაწესებულელებში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში უცხო ენის სწავლების დონის ამაღლებასა და სხვა ქვეყნნების კულტურისა და ღირებულებების ახლოს გაცნობას.

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 101 აუდიტორიაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან და მოწვეულ სტუმრებთან, სადაც წარადგენენ ორ პრეზენტაციას:

  1. "ასწავლე საქართველოსთვის ’’ წარმოსდგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას  რომლის ფარგლებშიც საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას წარიგზავნებიან საქართველოს სხვადსახვა რეგიონში ინგლისურის ენის პედაგოგებად.  ერთწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კი მათ უფინანსდებათ მაგისტრატურა.

    პროექტი მიზნად ისახავს ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებას საჯარო სკოლებში. სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას, ახალი სასწავლო მასალის შემოღებას, ახალგაზრდა პედაგოგთა დასაქმებას და მათ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.
  2.  "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ  ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლებზე, რომლებიც იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და ოჯახის წევრებს შეასწავლიან ჩინურ ენას. პროექტში ჩინელი მოხალისეების ჩართვის მიზეზებზე, საქართველოში ჩინური ენის სწავლების პერსპექტივებსა და უშუალოდ  ჩინელი მასწავლებლებისგან ენის შესწავლის  უპირატესობებზე.

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა, გაიგოს თუ როგორ უმასპინძლონ ჩინელ მოხალისეს სურვილის შემთხვევაში და როგორ შეისწავლონ ჩინური ენა.

ბანერები