ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასტროფიზიკის მოდული - ილიაუნის STEM-აკადემია

ღონისძიებები

30 მაისს, 19:00 საათზე, E207 აუდიტორიაში STEM- აკადემიის ფარგლებში გაიმართება ასტროფიზიკის მოდულის საჯარო ლექციები.

  • სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ

მაია თოდუა – ასოცირებული პროფესორი ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულებით, ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი.

ჩვენი სამყარო მილიარდობით გალაქტიკისგან შედგება. თითოეულ მათგანში მილიარდობით ვარსკვლავი და პლანეტაა. ლექციაზე მომხსენებელი ისაუბრებს გალაქტიკების შესახებ დაგროვილ ცოდნაზე, იმ გზებსა და მეთოდებზე, რომელთა გამოყენებითაც მეცნიერები სამყაროს შეისწავლიან.

  • ფიზიკის პარადოქსები

გიორგი მაჩაბელი – პროფესორ-ემერიტუსი თეორიული ფიზიკის მიმართულებით

მომხსენებელი ლექციაზე წარმოადგენს თანამედროვე პრობლემებს, რომლებიც სათავეს იღებს ძველი ბერძნების ფილოსოფიაში, მსჯელობის საგანი იყო შუა საუკუნეებში და დღეს წარმოგვიდგება, როგორც ფიზიკის მომავალი.

დრო:  30 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს)

დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაცია STEM აკადემიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/NnscfG

ბანერები