ასოცირებული პროფესორის, ნუცა კობახიძის მოხსენება „განათლების კვლევების თანამედროვე მიმართულებები: შედარებითი და საერთაშორისო განათლების პერსპექტივა“
ღონისძიებები
3 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში განათლების სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა – როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუცა კობახიძე წაიკითხავს მთავარ მოხსენებას „განათლების კვლევების თანამედროვე მიმართულებები: შედარებითი და საერთაშორისო განათლების პერსპექტივა“.
პროფ. ნუცა კობახიძე ჰონგ-კონგის შედარებითი განათლების საზოგადოების პრეზიდენტია. „Routledge“-ის წიგნების სერიის რედაქტორია. მისი სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის წიგნები და სტატიები, იბეჭდება დარგის წამყვან საერთაშორისო გამომცემლობებსა და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 3 ივლისი, 10:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026