ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასოცირებული პროფესორის მალხაზ სონღულაშვილის საჯარო ლექცია - რელიგია და ტოლერანტობის კულტურა

ღონისძიებები

27 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - რელიგია და ტოლერანტობის კულტურა.

საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან განახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.

ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.

ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე:

  • ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები
  • რელიგია და ტოლერანტობის კულტურა
  • ტოლერანტობა და სამართლებრივი საკითხები
  • ტრადიცია და ნაციონალიზმი
  • სეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა
  • ფუნდამენტალიზმი
  • ტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში
  • მრავალფეროვნების იდეა კინოში
  • მედიატოლერანტობა
  • ქართული კულტურა და ტოლერანტობა
  • პოლიტიკური თეოლოგია
  • ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი

პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

ლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.

ტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 27 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები