ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასოცირებული პროფესორის, ბელა ჯაფოშვილის საჯარო ლექცია „საქართველოს მტკნარი წყლების ბიომრავალფეროვნების კვლევა“

ღონისძიებები

17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ბელა ჯაფოშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „საქართველოს მტკნარი წყლების ბიომრავალფეროვნების კვლევა“.

მოხსენებაში განხილული იქნება ჯავახეთის რეგიონის ტბების ფაუნისტური მრავალფეროვნების კვლევის მონაცემები, კერძოდ, მაკროუხერხემლოების მნიშვნელოვანი ტაქსონების შესწავლის პროგრესი, სენსიტიური და ტოლერანტული ჯგუფები და წყლის ხარისხის შეფასების ინდექსები. იქთიო ფაუნის თანამედროვე მდგომარეობა და ტენდენციები საკვლევ ტბებში. მომხსნებელი ისაუბრებს ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით „მტკნარი წყლების ბიომრავალფეროვნება საქართველოში" განხორციელებულ სამუშაოებზე.

ანგარიში შეეხება წელს დაწყებული საერთაშორისო პროექტის „V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებსა და პირველად შედეგებს; აგრეთვე 2018 წელს ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა და სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის აქტივობებს.


დრო: 17 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები