ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასისტენტ-პროფესორი ბიძინა კაპანაძე: ლაცერტიდების შესწავლა სპექტრის სხვადასხვა უბანში

ღონისძიებები

22 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასისტენტ-პროფესორთან, ბიძინა კაპანაძესთან.

საუბრის თემა: ლაცერტიდების შესწავლა სპექტრის სხვადასხვა უბანში

ლაცერტიდები ელიფსური გალაქტიკების აქტიური გულებია მძლავრი და ცვალებადი არასითბური გამოსხივებით, რაც ფარავს სიხშირეთა 18–20 რიგს. ბევრი მათგანი ტერაელექტრონვოლტი ენერგიის მქონე ფოტონების წყაროს წარმოადგენს. მათთვის ასევე დამახასიათებელია მძლავრი ჯეტები, გამოსხივების პოლარიზაცია და ხშირ შემთხვევაში მასების გამოტყორცნა სუპერლუმინალური სიჩქარით. ბოლო 40 წლის განმავლობაში წარმოებული მზარდი ინტენსივობის ექსპერიმენტული და თეორიული კვლევების შედეგად, მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი მათი ფიზიკური ბუნების შეცნობის თვალსაზრისით. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი პრობლემა, რომელთა გადაჭრის შესაძლო გზებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს გამოსხივების ცვალებადობის შესწავლას სპექტრის სხვადასხვა უბანში. მათი ხასიათისა და ურთიერთკორელაციის არსებობა-არარსებობის მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები გამომსხივებელი ნაწილაკების ენერგიებისა და შემადგენლობის, ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის მიმდებარე არეების სტრუქტურისა და აქ მიმდინარე არასტაციონარული პროცესების შესახებ.

შეხვედრის დრო: 22 იანვარი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები