ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასისტენტ-პროფესორ ია შეყრილაძის საჯარო ლექცია „დასავლეთში იმიგრაცია, აკულტურაცია და კვების დარღვევები“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ია შეყრილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დასავლეთში იმიგრაცია, აკულტურაცია და კვების დარღვევები“.

კვლევის მიზანია დასავლეთში იმიგრაციას, აკულტურაციასა და არაჯანსაღ კვებით პატერნებს შორის კავშირის დადგენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ ქალთა აკულტურაციის გარემოებების, სტრატეგიებისა და კვებითი მახასიათებლების შესწავლით. იმიგრაციისა და აკულტურაციის ინდივიდუალური გამოცდილება პიროვნების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მნიშვნელოვან პრედიქტორად განიხილება. მიჩნეულია, რომ კულტურა გავლენას ახდენს კვებით აშლილობებზე, ხოლო დასავლურ კულტურასთან აკულტურაცია დაკავშირებულია არაჯანსაღი კვების გაზრდილ რისკთან. კვლევა ჩატარდა 506 რესპონდენტზე: მათგან 253 ცხოვრობდა საზღვარგარეთ და 253 – საქართველოში. შედეგების თანახმად, დასავლურ ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრება და აკულტურაცია მცირედით ზრდის კვებითი აშლილობის რისკს. ამასთან ინტეგრაციის სტრატეგია ასოცირდება ყველაზე ჯანსაღ კვებით პატერნებთან, ხოლო სეპარაციისა და მარგინალიზაციის სტრატეგიები კი – ყველაზე არაჯანსაღ კვებით ტენდენციებთან.

არაჯანსაღი კვება დაკავშირებულია საწყისი კულტურის ორიენტაციასთან და არა მასპინძელი კულტურის ორიენტაციასთან. ამგვარად, უცხო დასავლურ ქვეყანაში ცხოვრებისას მასპინძელი კულტურის სუსტი ორიენტაცია წარმოადგენს არაჯანსაღი კვებითი პატერნების პრედიქტორს.


დრო: 19 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები