ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრინკსი ილიაუნიში

ღონისძიებები

12 ივნისს, 13:00 საათზე, აშშ-ს ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა (G 106 აუდიტორია). ელჩის მოადგილე ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან შეხვედრისას 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში 24 მაისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ–ის კონგრესს აღნიშნულ ანგარიშს ყოველწლიურად უგზავნის. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ–ის ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა პატივისცემას მთელ მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომელთაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია ჩადებული.

საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და ელჩ ბასის კომენტარის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: www.usembassy.ge, ან http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm?dynamic_load_id=186353#wrapper

ბანერები