ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აშშ-ის საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“

ღონისძიებები

23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“.

გამოფენის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

პროექტის შესახებ

„არნახული ამერიკა/Unseen America" დოკუმენტური ფოტოგრაფიის ინსტალაციაა და დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს.

პროექტი Unseen America 2019 წლის მარტში გაიხსნა კიევში (უკრაინა), ამერიკის სახლის კულტურულ სივრცეში და დაფინანსებული იყო უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ. ამასთან პროექტი განიხილებოდა ესპანური მემკვიდრეობის თვის ფარგლებში ვირტუალურ საგანმანათლებლო სერიაში "Siesta Americana" 2020 წელს კიევში.

გამოფენა ასევე დააფინანსა საქართველოში აშშ-ის საელჩომ და წარმოდგენილი იყო ყვარლის ამერიკულ სივრცეში.

მარიო მონტოიას შესახებ

მარიო მონტოია დაიბადა ალბურკში, ნიუ-მექსიკოში. ცხოვრობდა შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ახლახან კიევიდან დაბრუნდა. 10 წელია, რაც დოკუმენტურმა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მარიოს ფოტოგრაფია წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში.

2023 

 

ბანერები