ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აშშ-ის საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენა „არნახული ამერიკა“

ღონისძიებები

23 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას, ფოტოგამოფენას „არნახული ამერიკა / Unseen America“. 

გამოფენის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი, 21:00 საათი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/DkExyTNg8EF2nggXA

პროექტის შესახებ

„არნახული ამერიკა / Unseen America", დოკუმენტური ფოტოგრაფიის ინსტალაცია, დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს.

პროექტი Unseen America 2019 წლის მარტში გაიხსნა კიევში (უკრაინა), ამერიკის სახლის კულტურულ სივრცეში, და დაფინანსებული იყო უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ. ამასთან პროექტი განიხილებოდა ესპანური მემკვიდრეობის თვის ფარგლებში ვირტუალურ საგანმანათლებლო სერიაში "Siesta Americana" 2020 წელს კიევში.

გამოფენა ასევე დააფინანსა საქართველოში აშშ-ის საელჩომ და წარმოდგენილი იყო ყვარლის ამერიკულ სივრცეში.

მარიო მონტოიას შესახებ

მარიო მონტოია დაიბადა ალბურკში, ნიუ მექსიკოში. ცხოვრობდა შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ახლახან კიევიდან დაბრუნდა. 10 წელია, რაც დოკუმენტურმა ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მარიოს ფოტოგრაფია წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში.

დრო: 23 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის ქ.N1

სამუშაო ენა: ინგლისური 

2023 წელი

ბანერები