ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„არსენა და მისი დრო“ – აკა მორჩილაძის ლექცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ „ვიცი“ გეპატიჟებათ აკა მორჩილაძის ლექციაზე: „არსენა და მისი დრო“.

„ვიცი“ განაგრძობს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს.

12 ოქტომბრიდან „ვიციში“ ჩართულ  ყველა უნივერსიტეტში  საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. 

აკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ რეჟიმში შეხვდება და სპეციალურად „ვიცისთვის“ შექმნილ ლექციათა ციკლს შესთავაზებს.
ყველა მსურველმა სტუდენტმა წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. მხოლოდ „ვიცის“ მომხმარებლები შეძლებენ დასწრებას.

დარეგისტრირდი https://viciapp.ge/#/courses

დრო: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები