ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილოს“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

19  ივნისს,  ორშაბათს,  19 საათზე,  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება  ილიაუნის  ლიტერატურული კონკურსის – საუკეთესო ქართული რომანი – ლაურეატის არჩილ ქიქოძის  „სამხრეთული სპილოს“ პრეზენტაცია.  „სამხრეთული სპილო“ მწერლის პირველი რომანია.  იგი ისაუბრებს, როგორ გაუჩნდა ნაწარმოების  შექმნის იდეა და როგორ მუშაობდა მასზე.

არჩილ  ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები – „გალა“ (2009) და  „საბა“  (2014) – მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ ასევე ლიტერატურული პრემია  „ლიტერას“ გამარჯვებულია.

შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დრო: 19 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი  „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები