ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ – საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე

ღონისძიებები

მაღაროში ყოველი ჩასვლისას ველოდებით ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს” ეს 30 წლის ქართველი მაღაროელის სიტყვებია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშიდან „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე საქართველოში შრომის ბაზრის წლების განმავლობაში დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“, რომელიც ორგანიზაციამ 2019 წლის აგვისტოში საქართველოში მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნა. ანგარიშში აღწერილია,  რა ზიანს აყენებს შრომის უსაფრთხოების დაბალი სტანდარტები და სახელმწიფოს ლიმიტირებული კონტროლი მშრომელთა უსაფრთხოებას.

საჯარო დისკუსიაზე ვისაუბრებთ Human Rights Watch-ის ანგარიშში აღწერილ შემთხვევებზე, ქვეყანაში შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კანონმდებლობის დასახვეწად გადადგა.

მომხსენებელი: გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

მოდერატორი: თამთა აშორტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი

დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები