ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

არაბული გაზაფხული: მიზეზები და შედეგები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე: „არაბული გაზაფხული: მიზეზები და შედეგები“.

ორგანიზატორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და თელავივის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევების დაიანის ცენტრი.

ვორქშოპი ეძღვნება 2011 წელს არაბულ სამყაროში განხორციელებული რევოლუციური პროცესების ანალიზს და მათი მნიშვნელობის წარმოჩენას თანამედროვე რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში.

გამომსვლელები: პოლ რივლინი, იეჰუდით რონენი, მოშე გამერი, მირა ცორეფი, რევაზ გაჩეჩილაძე, გიორგი სანიკიძე, ირაკლი თოფურიძე.

დასაწყისი: 14.00 სთ
მისამართი: გ. წერეთლის ქ. 3, ოთახი 203.

ბანერები