ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთაგანვითარების ცენტრი.

ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი თინათინ ჭინჭარაული, ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი და ტექნოლოგიების, მენეჯმენტისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ დალაქიშვილი.

ტრენინგები ჩატარდება:

11 და 14 მარტს, 16:00-დან 19:30 საათამდე, ასევე 16 მარტს,11:00-დან 14:30 საათამდე
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი.

18 და 21 მარტს, 16:00-დან 19:30 საათამდე, ასევე 23 მარტს, 11:00 - დან 14:30 საათამდე, E102 აუდიტორიაში

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი.

25 და 28 მარტს, 16:00-დან 19:30 საათამდე , ასევე 30 მარტს, 11:00 - დან 14:30 საათამდე, E102 აუდიტორიაში

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში.


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
საკონტაქტო პირები:

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge,
ტელ.: 577 57 88 55;

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge,
ტელ.: 599 89 96 69.

გისურვებთ წარმატებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები