ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურითა და თამაშით

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი.

ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურითა და თამაშით“ (ტრენერები: ნანა დიხამინჯია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; თამარ მაღალაშვილი – მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; დიანა ხიდეშელი – მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი).

ტრენინგები ჩატარდება:

ა) 26 , 27, 28 თებერვალს და 1-ლ მარტს, 15:00-დან 17:30 საათამდე, F303 აუდიტორიაში (ტრენერი თამარ მაღალაშვილი)

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი და სმარტფონი

ბ) 25, 26, 27, 28 თებერვალს და 1-ლ მარტს, 17:00-დან 19:00 საათამდე, E301 აუდიტორიაში (ტრენერი დიანა ხიდეშელი)

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი ან ტაბლეტი

გ) 11,12,13,14 და 15 მარტს, 17:00-დან 19:00 საათამდე, E102 აუდიტორიაში (ტრენერი ნანა დიხამინჯია)

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში.


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

საკონტაქტო პირები: 

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია– ketevan.grigolia@iliauni.edu.ge
ტელ.: 577 57 88 55;

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე– nino.duchidze@iliauni.edu.ge
ტელ.: 599 89 96 69.

გისურვებთ წარმატებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები