ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია თემაზე - „აქციზის გაზრდის საკითხი“

ღონისძიებები

18 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორი, ირაკლი ლექვინაძე, ისაუბრებენ თემაზე: „აქციზის გაზრდის საკითხი“.

2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ” (მოგვიანებით - ბიუჯეტიც), რომლის მიხედვითაც, რიგ პროდუქტებზე, მათ შორის ალაოს ლუდზე, შეიცვალა აქციზის განაკვეთი - 1 ლიტრ ლუდზე გაიზარდა 40-დან, 60 თეთრამდე.  ლუდთან მიმართებაში ცვლილება ძალაში შედის 2015 წლის 1-ლი მარტიდან.

ამასთან დაკავშირებით,  შეხვედრაზე საუბარი იქნება აქციზის ზრდის მიზეზებზე (არის თუ არა ის კავშირში ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან) და შედეგებზე.

დრო: 18 თებერვალი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა:  E კორპუსი, 207 აუდიტორია,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები