ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აქცია „ევროპის ტესტირების კვირეული”

ღონისძიებები

1 დეკემბერი აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.
საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.  

1 დეკემბერს მილიონობით ადამიანი ერთიანდება მთელს მსოფლიოში, რათა პატივი მიაგონ აივ/ინფექციით გარდაცვლილთა ხსოვნას, დაადასტურონ საკუთარი მზაობა და აღნიშნონ წარმატებები ეპიდემიასთან ბრძოლაში.

2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის თემაა „შევამციროთ ნულამდე“, რაც ნიშნავს:

ნული - ახალი აივ ინფექცია
ნული - დისკრიმინაცია
ნული - სიკვდილიანობა შიდსის გამო

2013 წლის 1 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ უერთდება აქციას „ევროპის ტესტირების კვირეული“, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი გამოხატავს სოლიდარობას და ჩაიტარებს ტესტირებას აივ ინფექციაზე.

ზემოთ აღნიშნულ აქციას უერთდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც და მოგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს A კორპუსის (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ტერიტორიაზე, 13:00-16:00-საათამდე განთავსდება „თანადგომას“ მობილური ლაბორატორია/მანქანა, სადაც სტუდენტებისთვის შესაძლებელი იქნება აივ ინფექციაზე ტესტირება.  ასევე ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები.
ტესტირებას ჩაატარებენ „თანადგომას“ კვალიფიციური ექიმი და ფსიქოლოგი კონსულტანტები.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“
ტელეფონი/ფაქსი: (+59932) 2356321,  2251819
E-mail: center@tanadgoma.ge
Wb.page: www.tanadgoma.ge

ბანერები