ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარები „ქართული და სომხური წარმოების ქსელის გაგებისთვის“ – მარკუს სატლერის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების სერიით ლაიფციგში ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის დოქტორანტი,მკვლევარი მარკუს სატლერი წაიკითხავს ონლაინმოხსენებას „ქართული და სომხური წარმოების ქსელის გაგებისთვის“.

მომხსენებელი ისაუბრებს სომხეთსა და საქართველოში მოქმედ საწარმოებზე.

თემის მოკლე მიმოხილვა

კვლევის მიზანია თვალსაჩინო გახადოს წარმოება და ხელახლა წარმოება სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სუბიექტის მონაწილეობით; დაადგინოს სოციალურ-ეკოლოგიურ ურთიერთობათა ხარისხი.

კვლევა ადგილებსა და აქტორებთან მიმართებით გვთავაზობს საწარმოებისა და მათთან დაკავშირებული ანგარიშწარმოების ჩარჩოს ჩართვას ბუნებრივ გარემოში (დივერსიფიცირებულ/საზოგადოებრივ ეკონომიკურ მოდელებზე, ეკოფემინიზმზე, სასაქონლო ჯაჭვის კვლევაზე დაყრდნობით).

ეს საწარმოს ბუნებრივ გარემოში თავს უყრის ხშირად გაუფასურებულ ან ღირებულებას მოკლებულ, თუმცა ურთიერთგადაჯაჭვულ და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ აქტორებს, როგორებიცაა: ოჯახები/თემები//საზოგადოებები, მიმწოდებლები და სხვა ელემენტები.

რაც შეეხება სოციალურ-ეკოლოგიური ურთიერთობების ხარისხს, პრეზენტაცია გვთავაზობს იდეებსა და ხედვებს იმის შესახებ, როგორ უნდა გავიგოთ და გადავაფასოთ ურთიერთობები წარმოების ქსელის აქტორებს შორის, რაც გზას უხსნის გეოგრაფიას, ანგარიშწარმოებასა და ანთროპოლოგიას შორის მრავალმხრივ დიალოგს.

მკვლევარი ამ ურთიერთობებს ცალსახად კრიტიკულად წარმოგვიდგენს (გამოყენებულია შემდეგი ტერმინები: სოციალურ-ეკოლოგიური ძარცვა, უთანასწორო გაცვლა-გამოცვლა, არაანაზღაურებადი საოჯახო საქმის მითვისება, რესურსების ქირა), ასევე ყურადღებას გაამახვილებს სომხური და ქართული საწარმოების ორმხრივ ურთიერთობათა არასწორხაზოვან პრაქტიკაზე.

ამგვარად, თუ ვაღიარებთ ბუნებრივი გარემოს შემაკავშირებელ მექანიზმთა სიცოცხლისუნარიანობას (მაგ. გაცემა, ჩუქება და ზრუნვა, სასაქონლო ვაჭრობის მიღმა), შეგვიძლია თუ არა, ვისაუბროთ ისეთი პრაქტიკის არსებობაზე, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთობათა ექსპერიმენტული ფორმების წარმოქმნას სოციალისტური წარსულის ნანგრევებსა და კაპიტალისტური თანამედროვეობის წიაღში?

მომხსენებლის შესახებ

მარკუს სატლერი, 2020 წლიდან ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის (ლაიფციგი, გერმანია) დოქტორანტი და მკვლევარი, პოლიტიკურ მეცნიერებებს, გეოგრაფიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა ბრემენსა და ბერლინში. 2010 წელს, როცა საქართველოს პირველად ეწვია, დაინტერესდა კავკასიის სადავო და მრავალფეროვანი გეოგრაფიით. იგი დისერტაციაში ყურადღებას ამახვილებს პერიფერიულ სომხურსა და ქართულ საწარმოებზე და მათი წარმოების პრაქტიკაზე.

მოხსენებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:

Join Zoom Meeting
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84721324637?pwd=MHlRd0VTQ1I2UjVqRzJEbVZIK3B6Zz09

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 3 ნოემბერი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები